ტრამპი: “ჩრდილოეთ ნაკადი-2” შევაჩერე, ბაიდენმა კი გაუშვა

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მან გაზსადენ “ჩრდილოეთ ნაკადი-2”-ის მშენებლობა შეაჩერა, ხოლო თეთრი სახლის ამჟამინდელმა ლიდერმა, ჯო ბაიდენმა მასზე ნებართვა გასცა.

ამის შესახებ ტრამპმა Fox News-ის ეთერში თქვა.

“რუსეთიდან ევროპაში მილსადენი ჩავკეტე, შემდეგ მოვიდა ბაიდენი, და ერთ-ერთი პირველი, რაც მან გააკეთა, იყო მილსადენის გახსნა. მაგრამ მან ჩვენი მილსადენი – Keystone XL Pipeline-ი დაკეტა და ნებართვა გასცა მსოფლიოში ყველაზე დიდი მილსადენის აშენებასთან დაკავშირებით – რუსეთიდან ევროპაში და, განსაკუთრებით, გერმანიაში”, – თქვა ყოფილმა პრეზიდენტმა.

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მაისში უარი თქვა გერმანული კომპანიისთვის სანქციების დადებაზე, რომელიც “ჩრდილოეთ ნაკად-2”-ის მილსადენის ექსპლუატაციით არის დაკავებული. ამასთან, მილსალდენის აშენებას “ცუდ იდეად” აფასებენ.

მოგვიანებით, აშშ-მა და უკრაინამ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ უკრაინის ენერგოდამოუკიდებლობას დაუჭერენ მხარს, რომელიც მილსადენის დასრულების შემდეგ მნიშვნელოვან შემოსავალს დაკარგავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები