კიევში რადას დეპუტატი გარდაცვლილი იპოვეს

უმაღლესი რადას დეპუტატი, ანტონ პოლიაკოვი კიევში გარდაცვლილი იპოვეს.

წინასწარი ვერსიით, მან თავი შეუძლოდ ტაქსიში იგრძნო, მის დახმარებას სასწრაფოს ექიმები ცდილობდნენ, თუმცა, მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.

ამის შესახებ უკრაინის ეროვნული პოლიციის კიევის სამმართველოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ადგილზე ყველა საჭირო საგამოძიებო ღონისძება ტარდება.

აღძრულია სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები