ტოკიოში მომხდარი მიწისძვრის შედეგად მინიმუმ 17 ადამიანი დაშავდა

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 17 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო The Associated Press-ი ავრცელებს.

ცნობისთვის, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში 5.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრის გამო, სარკინიგზო ხაზები გაჩერდა, თუმცა სერიოზული დაზიანებების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. მიწისძვრის ეპიცენტრი ტოკიოს აღმოსავლეთით, ჩიბას პრეფექტურაში იყო. მიწისძვრის შედეგად ცუნამის საფრთხე არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები