Pfizer/BioNTech-მა აშშ-ის წამლების სააგენტოს 5-დან 11 წლამდე ბავშვების აცრის ნებართვის გასაცემად მიმართა

ORLANDO, FLORIDA, UNITED STATES - 2021/08/23: A nurse holds a vial containing the Pfizer-BioNTech COVID-19 vaccine at a mobile vaccination site in Orlando on the day the FDA gave its approval of the drug for persons under 16 years of age and older. The Pfizer-BioNTech vaccine is the first to be approved for COVID-19 and will be marketed as Comirnaty. (Photo by Paul Hennessy/SOPA Images/LightRocket via Getty Images)

Pfizer/BioNTech-მა აშშ- ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციას მიმართა მათ მიერ შემუშავებული, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 5 -დან 11 წლამდე ასაკის ბავშვების აცრის ნებართვის მისაღებად.

ამის შესახებ Pfizer-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

აღსანიშნავია, რომ “ფაიზერის” ვაქცინას აქვს ნებართვა ექსტრემალური გამოყენებისთვის 12 წლიდან პირებში.

მოსალოდნელია, რომ აშშ-ის შესაბამისი უწყება განაცხადს 26 ოქტომბრის სხდომაზე განიხილავს. ნებართვის გაცემის შემთხვევაში, 5 წლიდან ბავშვების აცრა რამდენიმე კვირაში დაიწყება და არა – რამდენიმე თვეში.

სექტემბერში Pfizer-მა გამოაქვეყნა კლინიკური ცდების მე-2 ფაზის შედეგი.

კომპანიის განცხადებით, ვაქცინა აღმოჩნდა უსაფრთხო და უზრუნველყო “ძლიერი იმუნური პასუხი”.

კვლევაში მონაწილეობდა, დაახლოებით, 2.2 ათასი ბავშვი, მათ შეიყვანეს 10 მიკროგრამიანი დოზა, რაც გაცილებით ნაკლებია, ვიდრე 12 წლის ზემოთ ასაკის ადამიანებისთვის არის განკუთვნილი. ამ ასაკობრივ ჯგუფში 30-მიკროგრამიან დოზას უკეთებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები