დამწვარი ფული, „ქურდების მაღაზია“ და ყველაზე დიდი ოქროს ბუდა – ტაილანდური „ჩაინათაუნი“

„ჩაინათაუნი“ ხმების, სუნების და შეგრძნებების აპოთეოზია. განსაკუთრებით საინტერესო ის ფესტივალების დროსაა, ყველაზე მასშტაბური კი, ახალ წელს, ჩინური ახალი წლის პერიოდში, რომელიც, ძირითადად, თებერვლის პირველ კვირებშია.

და მაინც, რა არის განსაკურებული „ჩაინათაუნში“?

  1. დამწვარი ფული 

Capture

თუკი „ჩაინათაუნს“ საახალწლო პერიოდში მოინახულებთ, თქვენ ნახავთ, რომ ადამიანები წვავენ ტანსაცმელს, ნავებს, მანქანებს, მობილურ ტელეფონებს და საკმაოდ ბევრ რამეს. განსაკუთრებით, ფულის დაწვა გაგაოცებთ, მაგრამ არ ინერვიულოთ, ეს მათი წინაპრებისთვის კეთდება. ფული, რომელსაც წვავენ, დამზადებულია სპეციალური ქაღალდისგან, რომელიც შეგიძლიათ იპოვოთ მთელ „ჩაინათაუნში“.
ქაღალდს, ჩვეულებრივ, ოჯახთან ერთად წვავენ და არა ტაძარში. ეს ტრადიცია ათასწლეულებით თარიღდება და დღემდე აქტიურად იყენებენ მთვარის ახალი წლის განმავლობაში.

2. ნიანგების სანახაობა ვატ ჩაკრავატში

image

ეს არის ძალიან უჩვეულო სანახაობა მათთვის, ვინც თვლის, რომ ყველაფერი ნანახი აქვს. ტაძრის კომპლექსში, შაჰრაატში, მყინვარის აუზში სამი გიგანტური ნიანგია. ლეგენდის თანახმად, ნიანგებმა შეჭამეს ახალგაზრდა ბერები, მაგრამ მათ ხაფანგში მოხვდნენ და სამუდამოდ აქ ჩარჩნენ.

3. უყურო ფილმს 60 ბატად

image (1)Chinatown Rama პატარა კინოთეატრია, რომელიც იოვერატის გზის შუაგულში მდებარეობს. ის კინოსა და  რესტორანს გვთავაზობს. აქ შეგიძლიათ შეიძინოთ ბილეთი 60 ბატად. რეალურად, აქ  ძალიან ცოტა კინოთეატრია და ისინი, ძირითადად, პორნოგრაფიულ ფილმებს აჩვენებენ. ამიტომ ასეთი ობიექტის არსებობა მნიშვნელოვანია.

4. ძველი ტელეფონის დასაბრუნებლად შეგიძლია ქურდების ბაზარს მიაკითხო

image (2)

„ქურდების ბაზარი“ – ეს ყველაზე საინტერესო დასახელებაა ბაზრისთვის. ალბათ, ამიტომაც შეცვალა მან ოფიციალური სახელი – Nakon Kasem.  სახელწოდება სერიოზულად დამაინტრიგებელია, მაგრამ „ქურდების ბაზარში“, რეალურად, სულაც არ ყიდიან მოპარული საქონელს. ამის ნაცვლად ის სავსეა ანტიკვარული კამერებით, ბუდისტური ამულეტებით და კიდევ ძველი ფეხსაცმელით. ეს ბევრად უფრო საინტერესოა ფოტოგრაფებისთვის, ვიდრე მყიდველებისთვის.

5.  ჩინური მედიცინა

image (3)

დიდი ხნით ადრე, ვიდრე ვიტამინებს და სუპერ საკვებს გამოიგონებდნენ, ჩინელმა ჰომეოპათებმა დადგინეს, როგორ  აღედგინათ ორგანიზმის სიცოცხლისუნარიანობა. თუ თქვენ გაქვთ რაიმე დაავადება, რომელსაც დასავლური მედიცინის დახმარებათ ვერ მკურნალობთ, აუცილებლად უნდა ეწვიოთ „ჩაინათაუნს“. თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ არაა რეკომენდირებული მცენარეული მედიკამენტების გამოყენება სინთეზური მედიკამენტების მოხმარების დროს.

6. დააგემოვნეთ „გემრიელობები“

image (4)

რასაკვირველია, არც თუ ისე მიმზიდველად გამოიყურება, რადგან ჩვენ მივეჩვიეთ, რომ მათ „ცუდი“ მწერები ვუწოდოთ, თუმცა ჩინელები ამ რეალობას არ ეპუებიან და მიიჩნევენ, რომ ორგანიზმების ასე დაყოფა არ შეიძლება. მეტიც, ეს ჭიები უფრო სუფთა და სასარგებლოა ორგანიზმისათვის, ვიდრე ღორის ან საქონლის ხორცი.

7. პანორამული ხედი საჰაერო რესტორნიდან

image (5)

აქედან შეიძლება საოცარი პანორამა ნახოთ „ჩაინათაუნსა“ და მის გარშემო მდებარე ტერიტორიაზე და ჩაო ფრაის  მდინარეზე. მბრუნავ რესტორანს, 360°-ის შემოსავლელად, დაახლოებით, ორი საათი სჭირდება, თუმცა მის მოძრაობას სულ ოდნავ გრძნობ. რესტორანს აქვს ტაილანდური, ევროპული, იაპონიური და ჩინური სამზარეულო, ჰყავს ძველებურად ჩაცმული მიმტანები, ფორტეპიანოს ცოცხალი მუსიკა… აქ 100 ბატზე ნაკლებია სასმელების ღირებულება, ხოლო სულ რაღაც 75 ბატად ჩამოსასხმელ ლუდს გთავაზობენ.

8. ძველი სიამის სავაჭრო ცენტრი

image (6)

„ჩაინათაუნის“ დასავლეთ ნაწილში, ძველი სიამის პლაზაში განთავსებულია მიმზიდველი არტ დეკოს  კომპლექსი. აქ შეგიძლიათ შეიძინოთ განსხვავებული ნივთები. ერთ-ერთ მათგანში თქვენ იპოვით სადგომს, სადაც იყიდება ტრადიციული ტაილანდური და ჩინური ტკბილეული, რომელიც მთელ ქალაქში ყველაზე გემრიელია. ძველ სიამში, ძვირფას მაღაზიებში თქვენ გადააწყდებით ტაილანდურ აბრეშუმს და საქორწილო აქსესუარების სპეციალურ მაღაზიებს, ხოლო შენობის შორეულ მხარეს არის მაღაზიათა ჯგუფი, სადაც ყიდიან დანებს, სანადირო იარაღის და სხვ.

9. ტაილანდის პირველი რეალური თეატრი

image (7)

სალა ჩალერმუნგი 1933 წელს სამეფო პატრონაჟის ქვეშ აშენდა. ეს მომხიბლავი თეატრი 80-ზე მეტი წლით უკან დაგაბრუნდებთ – გარშემო სპილენძის ფხვნილები, წითელი ხავერდის ბალიშები და სეფიას ფოტოებია. ყველაფერი ისე გამოიყურება, როგორც სულ პირველად, როდესაც ჩალერმ კრგუნმა ტაილანდში პირველი კინო გახსნა. ამჟამად თეატრში წარმოადგენენ ტაილანდის ნიღბიან ცეკვას, რომელიც ტაილანდის ტრადიციული ხელოვნების ნაწილია. შოუ დახვეწილი კოსტუმების ნაზავი, ხოლო ცეკვა – შესანიშნავია.

10. მსოფლიოში ყველაზე დიდი ზომის ოქროს ბუდა

image (8)

ბუდას მჯდომარე ქანდაკების საკურთხევლი გარშემორტყმულია ტრადიციული, ტაილანდური ოქროს თაღებით. ის არის განსაცვიფრებელი და აქ რეგულარულად მოდიან  ბუდისტი მომლოცველები და ცნობისმოყვარე ტურისტები. ის მსოფლიოში უდიდესი ბუდას ქანდაკებაა, რომელიც სუფთა ოქროსგანაა ჩამოსხმული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები