2021 წლის ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში აბდულრაზაკ გურნას გადაეცა
ნობელის პრემია 2021 წელს ლიტერატურის დარგში ტანზანიელ მწერალს – აბდულრაზაკ გურნას გადაეცა. ის პირველი ფერადკანინი აფრიკელი ავტორია, რომელმაც ეს ჯილდო მოიპოვა1986 წელს ვულე სოიინკას შემდეგ:
“მისი უკომპრომისობისა და თანაგრძნობისთვის კოლონიალიზმის შედეგებზე, განსხვავებულ კულტურებსა და კონტინენტებს შორის წარმოქმნილ უფსკრულში აღმოჩენილი ლტოლვილების ბედზე”, – წერია ნობელის პრემიის ვებგვერდზე.
73 წლის მწერალი 10 რომანის ავტორია, მათ შორის “სამოთხე” რომელიც 1994 წელს გამოქვეყნდა და იმ ბიჭზე მოგვითხრობს, რომელიც ტანზანიაში მე-20 საუკუნის დასაწყისში გაიზარდა. წიგნმა ბუკერის პრემია მოიპოვა, რაც ავტორისთვის, როგორც რომანისტისთვის დიდი წარმატება იყო.