უკრაინის უმაღლესმა რადამ სპიკერი თანამდებობიდან გაათავისუფლა

უკრაინის რადას დეპუტატებმა სპიკერის, დიმიტრი რაზუმკოვის თანამდებობიდან გათვისუფლების საკითხი განიხილეს და დააკმაყოფილეს.

კენჭისყრის დასრულების შემდეგ, რაზუმკოვმა სასესიო დარბაზი დატოვა და ბრიფინგი გამართა.

როგორც მან განაცხადა, გეგმავს გუნდის ჩამოყალიბებას და “პენსიაზე გასვლას არ აპირებს”. მისი თქმით, ამისთვის საჭირო ხალხი მოიძებნება როგორც პარლამენტში, ისე – მის ფარგლებს გარეთ.

მან ასევე მიანიშნა, რომ არ გამორიცხავს საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას.

” საპრეზიდენტო არჩევნები ჯერ არ დაწყებულა. მაგრამ ადრე რასაც ამბობდნენ: უმაღლესი რადას თავმჯდომარეებიდან კანდიდატი არავინ გამხდარა. ეს რეგულაცია დღეს მოვხსენით”, – თქვა მან.

უკრაინის მმართველ “ხალხის მსახურსა” და სპიკერ შორის კონფლიქტი ოლიგარქების შესახებ კანონს მოჰყვა. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ რაზუმკოვი შეგნებულად ცდილობდა მის “ჩამოგდებას”.

ერთ-ერთ გადაცემაში რაზუმკოვმა თქვა, რომ დადის ჭორები მის გათვისუფლებაზე, მაგრამ “წასვლას არ ვაპირებ”.

30 სექტემბერს დავიდ არახამიამ ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. იმავე დღეს, რაზუმკოვმა თქვა, რომ ხელს ვერ მოაწერს კანონს, კომიტეტის პოზიციიდან გამომდინარე.

2 ოქტომბერს ტრუსკავეცში “ხალხის მსახურის” დეპუტატებმა 150-ზე მეტი ხელმოწერა შეაგროვეს და დღეს რაზუმკოვი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები