აშშ-მა ევროპაში სტრატეგიული ბომბდამშენები გადაისროლა

აშშ-მა ტეხასის შტატის დაიესის სამხედრო-საჰაერო ბაზიდან ბრტანეთის ბაზა “ფეირფორდში” ოთხი ბომბდამშენი – B-1B Lancer და 200-მდე დამხმარე პერსონალი გადაისროლა.

ამის შესახებ ინფორმაციას Air Force Magazine ავრცელებს.

თვითმფრინავები მიიღებენ მონაწილეობას აშშ-ის ევროპული სარდლობის წვრთნებში, ნატო-ს მრავალრიცხოვან მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად მთელს ევროპაში.

“ბომბდამშენი-ევროპა”-ს სამუშაო ჯგუფი განახორციელებს ინტეგრაციას მოკავშირეებსა და პარტნიორებთან, გამოიყენებს უცნობ აეროდრომებსა და ფრენებს სტრატეგიულ რაიონებში, მათ შორის, არქტიკაში, ბალტიასა და შავი ზღვის რეგიონებში. ნატო-ს ქვეყნები ავითარებენ თავიანთ უნარებსა და შესაძლებლობებს შეიარაღების ამ სისტემების ინტეგრირებისა და მათი მაქსიმალური შესაძლებლობების გამოყენებისათვის”, – განაცხადა ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების კაპიტანმა, დენიელ დე ლა ფემ.

მისი თქმით, მოკავშირეების ერთობლივი წვრთნები აუცილებელია, სხვა საკითხებთან ერთად, რუსეთის შეწინააღმდეგებისთვის, ვინაიდან ის არქტიკაში სულ უფრო მეტ ძალას ზრდის, რაც მას სადავო რეგიონად აქცევს და ზრდის საფრთხეს ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე – კალინინგრადში, ბალტიის ქვეყნებსა და ყირიმში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები