საქართველოს ოფიციალური ვიზიტით მონტენეგროს პრეზიდენტი სტუმრობს
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით მონტენეგროს პრეზიდენტი, მილო ჯუკანოვიჩი ეწვია.
მილო ჯუკანოვიჩს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები დახვდნენ.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, მონტენეგროს პრეზიდენტი პირისპირ შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის ასევე გაიმართება გაფართოებული ფორმატის შეხვედრა. ამასთან, მონტენეგროს პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელს ეწვევა და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.
მონტენეგრო 2017 წელს ნატოს 29-ე წევრი სახელმწიფო გახდა. 2009 წლის შემდეგ, ეს ნატო-ში რიგით მეშვიდე გაფართოება იყო.