კუჭავა სააკაშვილზე – არავინ დგას კანონზე მაღლა, ყველა მოიხდის სასჯელს, რაც მისჯილი აქვს

არავინ დგას კანონზე მაღლა, ყველა მოიხდის სასჯელს, რაც მისჯილი აქვს, – ასე უპასუხა უკრაინაში ვიზით მყოფმა პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ გადაცემა „იმედი LIVE“- ში დასმულ შეკითხვას მიხეილ სააკაშვილის ახლო მომავალში შესაძლო გათავისუფლებაზე.

„თუნდაც ის, რომ მან უკანონოდ გადმოკვეთა საზღვარი, უკვე არის სისხლის სამართლებრივი დანაშაული. ის ფაქტი, რომ ადამიანმა დაარღვია კანონი, დანაშაული ჩაიდინა და შესაბამისად, უკვე დაკავებულია, ამაზეც კითხვის ნიშანი არ არსებობს, მათ შორის მის მომხრეებში. ფაქტი ერთია, ადამიანი არის მსჯავრდებული და როგორც მანამდეც ვამბობდით, არავინ დგას კანონზე მაღლა, ყველა მოიხდის სასჯელს, რაც მისჯილი აქვს.

ხვალინდელ შეხვედრაზე მასპინძელი გახლავთ პრემიერ-მინისტრი და საუბარი გვექნება, სამომავლო გეგმებზე, რომელიც ჩვენ დღის წესრიგში დგას, მათ შორის არის ტრიოს ფორმატი, რომელიც ძალიან საინტერესოა არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ ევროკავშირისთვის“, – აღნიშნა კახა კუჭავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები