ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიამ საჩივრების განხილვა დაიწყო
ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიამ საჩივრების განხილვა დაიწყო. კომისიამ ოთხი უბნის შედეგები გადათვალა, მათ შორის ერთი „ქართული ოცნების“ წევრის, ლადო მგალობლიშვილის საჩივრის საფუძველზე.
საუბარია 63-ე უბანზე, სადაც „ქართული ოცნების“ 347 ხმა სხვა პარტიას ჰქონდა მიწერილი. ხმები მმართველ გუნდს დაუბრუნდა, რითაც პროცენტული მაჩვენებელი გაეზარდა, თუმცა მანდატების რაოდენობა არ შეცვლილა.
კომისიამ ასევე გადათვალა ორი უბნის ბათილი ბიულეტენები და 44-ე უბნის „ნაციონალური მოძრაობის“ პროპორციული ხმებიც. აქ შედეგები არ შეცვლილა.
საჩივრების განხილვა ხვალაც გაგრძელდება. არაა გამორიცხული კიდევ რამდენიმე საარჩევნო უბნის შედეგები გადათვალონ.