ნატო-დან, “რუსეთის მტრული საქმიანობის გამო”, დიპლომატები გააძევეს

ნატო-ს გადაწყვეტილებით, ალიანსში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობა შემცირდება სანახევროდ. ბრიუსელში 8 რუს დიპლომატს აკრედიტაცია გაუუქმეს, კიდევ ორის პოზიციები კი ჩამოაქვეითეს.

ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი არცელებს.

ალიანსში გადაწყვეტილება ახსნეს “ბოლო წლებში რუსეთის მტრული საქმიანობით”.

ამჟამად, ნატო-ში რუსეთი 20 დიპლომატით არის წარმოდგენილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები