გიგა ბოკერია: მოვუწოდებ მომხრეებს, პრინციპულია ოპოზიციური პარტიების კანდიდატებისთვის მხარის დაჭერა
„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია მხარდამჭერებს არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციური პარტიების კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
„ჩემი აზრით, სწორია ასეთ დროს ამომრჩევლებისა და მოქალაქეებისთვის ინფორმაციის მიწოდება, როგორი ხედვა აქვს ამა თუ იმ კანდიდატს. „ევროპული საქართველოსთვის“ და ჩვენი მხარდამჭერებისთვის მეორე ტურში გასვლის და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ხმის მიცემის მოტივაცია არ არის კოალიცია, არის ამ რეჟიმის მორყევა. ამიტომ, მოვუწოდებ მომხრეებს, რომლებიც ქვეყანაში 30 ათასი გვყავს და სხვებსაც, რომ პრინციპულია ახლა მისვლა და ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ოპოზიციის კანდიდატებისთვის მხარის დაჭერა იმის მიუხედავად, აქვთ თუ არა მათ კოალიციური მმართველობის ინტერესი, რომელიც მე ნორმალურად მიმაჩნია“, – აცხადებს ბოკერია.