ჯანმო: ევროპაში კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების მაჩვენებელი გაზრდილია

ევროპის რეგიონში, 27 სექტემბერი- 3 ოქტომბრის პერიოდში, კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 20-26 სექტემბრის კვირასთან შედარებით 5%-ით არის გაზრდილი.

ასევე, გაზრდილია ვირუსისგან გარდაცვალების სტატისტიკაც – 2%-ით.

ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეულ ეპიდემიოლოგიურ ბიულეტენშია ნათქვამი.

რაც შეეხება მსოფლიო მაჩვენებელს, მსოფლიოში, 27 სექტემბერი-3 ოქტომბრის პერიოდში, კორონავირუსით 3 118 410 ადამიანია ინფიცირებული, რაც 20-26 სექტემბერთან შედარებით 9%-ით ნაკლებია.

ასევე, ბოლო ერთ კვირაში ვირუსს 54 221 ადამიანი შეეწირა, რაც 20-26 სექტემბერთან შედარებით 4%-ით ნაკლებია.

ევროპისგან განსხვავებით, ინფიცირების მაჩვენებლის კლება დაფიქსირებულია აფრიკაში 45%-ით; აღმოსავლეთ ხმელთშუა ზღვაში – 21%-ით; სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში – 19%-თ; დასავლეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში – 12%-ით და ამერიკაში – 12%-ით.

ლეტალობის მაჩვენებელი ევროპის გარდა ამერიკის კონტინენტზეც არის გაზრდილი ასევე 2%-ით. დანარჩენ რეგიონებში კი შეინიშნება კლება, განსაკუთრებით – აფრიკაში – 25%-ით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები