მსოფლიოში, 27 სექტებერი-3 ოქტომბრის პერიოდში, კორონავირუსით 3 118 410 ადამიანია ინფიცირებული, რაც 20-26 სექტემბერთან შედარებით 9%-ით ნაკლებია.
ასევე, ბოლო ერთ კვირაში ვირუსს 54 221 ადამიანი შეეწირა, რაც 20-26 სექტემბერთან შედარებით 4%-ით ნაკლებია.
ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეულ ეპიდემიოლოგიურ ბიულეტენშია ნათქვამი.
ინფიცირების მაჩვენებლის კლება დაფიქსირებულია აფრიკაში 45%-ით; აღმოსავლეთ ხმელთშუა ზღვაში – 21%-ით; სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში – 19%-თ; დასავლეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში – 12%-ით და ამერიკაში – 12%-ით. ამასთანავე, ევროპაში ვირუსის გავრცელება გაზრდილია 5%-ით.
ლეტალობის მაჩვენებელი გაზრდილია ევროპასა და ამერიკაში 2-2%-ით, მაშინ როდესაც სხვა რეგიონებში შეინიშნება კლება, განსაკუთრებით – აფრიკაში – 25%-ით.