ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის COVID-19-თან ბრძოლის საკითხებში ექსპერტი, მარია ვან კერხოვე აცხადებს, რომ კორონავირუსი ჯერ კონტროლზე არ არის აყვანილი, პანდემია დასრულებამდე ჯერ შორს არის.
ამის შესახებ Le Figaro წერს.
მისი თქმით, გასულ კვირას მსოფლიოში ინფიცირების 3,1 მილიონი შემთხვევაა დაფიქსირებული და 54 ათასი – ლეტალური, მარამ რეალური რიცხვები შესაძლოა, გაცილებით მაღალი იყოს. თუმცა, როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ დროისთვის მსოფლიოში ვირუსის გაკონტროლების შესაძლებლობა არ არის.
“პანდემიის ეპიცენტრში ვიმყოფებით. მაგრამ სად, შუაში? ეს ჯერ არ ვიცით, რადგან, სიმართლე გითხრათ, არ ვიყენებთ ინსტრუმენტებს, რომლებიც გაგვაჩნია, რომ დასასრულს მივუახლოვდეთ”, – თქვა მან.
ექსპერტის თქმით, მსოფლიოს ცალკეულ ქალაქებში ინტენსიური თერაპიის განყოფილებები და საავადმყოფოები გადავსებულია.
“პაციენტები კვდებიან, მაგრამ ქუჩაში ადამიანები ისე იქცევიან, თითქოს, პანდემია მთლიანად დასრულებულია”, – თქვა კერხოვემ და დასძინა, რომ გარდაცვალება, ძირითადად, ემუქრებათ არავაქცინირებულ ადამიანებს.