ლატვიაში ხანძარი მსხვერპლით დასრულდა
ლატვიის დედაქალაქ რიგაში ხანძრის შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა DELFI ავრცელებს.
ხანძარი გვიან ღამით საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულზე გაჩნდა.
მეხანძრე-მაშველებმა ბინაში მყოფი ერთი პირის გამოყვანა შეძლეს, თუმცა, ის უკვე გარდაცვლილი იყო.