ლატვიაში COVID-19-ის საწინააღმდეგო შეზღუდვები მკაცრდება
ლატვიაში კორონავირუსის წინააღმდეგ მიმართული შეზღუდვები გამკაცრდება. ინფორმაციას გამოცემა DELFI ავრცელებს.
ამ დროისათვის უცნობია, კონკრეტულად რა შეზღუდვების შემოღება იგეგმება, რადგან ამის შესახებ გადაწყვეტილება, ანტიკრიზისულმა საბჭომ დღეს უნდა მიიღოს.
“საბჭოს სხდომის შემდეგ შეიძლება, ჩატარდეს პოლიტიკური კონსულტაციები იმის გასაგებად, თუ რა ნაბიჯების გადადგმაა შესაძლებელი ვირუსის სწრაფი გავრცელების შესაჩერებლად. სიჩქარე, რომლითაც უკონტროლო ინფიცირების მაჩვენებელი იზრდება, უფრო მაღალია, ვიდრე – გასულ ზამთარში”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, დანიელ პავლუტსმა.