რომში, ხანძრის შედეგად, ხიდი ჩამოინგრა
რომში, პონტე – დი- ფეროს ხიდზე ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც ხიდის ნაწილი ჩამოიშალა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა METRO ავრცელებს.
მეხანძრეებმა ხანძრის ლიკვიდაციას რამდენიმე საათი მოანდომეს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.