ევროპის წამლების სააგენტომ ბუსტერ დოზის შეყვანის რეკომენდაცია გასცა

ევროპის წამლების სააგენტომ (ЕМА) Pfizer-სა და Moderna-ს ვაქცინების ბუსტერ დოზების შეყვანის რეკომენდაცია შესუსტებული იმუნური სისტემის მქონე პირებისთვის გასცა.

ამის შესახებ სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი.

აღინიშნება, რომ მესამე დოზის შეყვანა რეკომენდებულია სუსტი იმუნური სისტემის მქონე პირებისთვის, მეორე დოზის შეყვანიდან 28 დღეში.

ამასთან, გამაძლიერებელი დოზა შეიძლება, იყოს გამოყენებული ნორმალური იმუნიტეტის მქონე პირებში, მეორე დოზის შეყვანიდან 6 თვეში.

დოკუმენტი ნათქვამია, რომ რეკომენდაცია მას შემდეგ იქნა გაცემული, რაც კვლევებმა დაადასტურეს, რომ ამ ვაქიცნების მესამე დოზა ანტისხეულების გამომუშავების უნარს აძლიერებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები