საუდის არაბეთში გველის ნაკბენისგან 6 წლის გოგონა გარდაიცვალა

საუდის არაბეთში 6 წლის გოგონა გველის ნაკბენისგან გარდაიცვალა. გველმა მას საკუთარი სახლის საპირფარეშოში უკბინა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა METRO ავრცელებს.

როგორც გარდაცვლილის მამამ განაცხადა, ქვეწარმავალი ოთახის კუთხეში იმალებოდა და გოგონამ ის ვერ შეამჩნია. მისი თქმით, სახლში ქვეწარმავლის ყოფნას არავინ მოელოდა. შემთხვევიდან მალევე, არასრულწლოვანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მდგომარეობა დამძიმდა და ის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები