ლიეტუვაში 75 წელს ზემოთ პირებს აცრისთვის 100 ევროს გადაუხდიან

ლიეტუვის სოციალურ საქმეთა სამინისტრომ პროექტი მოამზადა, რომლის მიხედვით, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრით ვაქცინირებული პენსიონერები, ერთჯერადად, 100 ევროს მიიღებენ.

ამის შესახებ Delfi წერს.

სამინისტროს პროექტის მიხედვით, ვაქცინაციისთვის ფულს შესთავაზებენ 75 წელს ზემოთ ადამიანებს, რომლებმაც მეორე დოზა არაუგვიანეს 1-ელი დეკემბრისა უნდა გაიკეთონ.

ასევე, ფულად წახალისებას შესთავაზებენ 75 წელს ზემოთ აცრილ მოქალაქეებს, რომლებიც 1-ელ აპრილამდე ბუსტერ დოზასაც გაიკეთებენ.

პენსიონერებს თანხებს დეკემბერსა და აპრილში ჩაურიცხავენ.

ლიეტუვაში, დღესდღეობით, ვირუსისგან სრულად მოსახლეობის 60%-ზე ნაკლებია ვაქცინირებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები