ბრაზილიის მოსახლეობა შიმშილის ზღვარზეა

კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გამო, ბრაზილიის მოსახლეობა შიმშილობს. მოქალაქეები ოჯახის გამოსაკვებად ნაგავსაყრელზე ცხოველების ლეშსა და ძვლებს აგროვებს.

ამის შესახებ The Guardian-ი იუწყება.

ბრაზილიელმა ფოტოგრაფმა, დომინგოს პეიშოტომ რიო  დე ჟანეიროში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებზეც ასახულია, თუ როგორ ეძებენ მოქალაქეები ქარხნის მიერ გადაყრილ ნარჩენებში საკვებს.

ფოტოების გამოქვეყნების შემდეგ, ბრაზილიაში მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები