ბათუმის ერთ-ერთ უბანზე “ქართული ოცნების” ხმები პარტია “სახე+”-ს დაუწერეს

„ქართული ოცნება“ ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრის შეტანას აპირებს. ლადო მგალობლიშვილის თქმით, 63-ე უბანზე, „ქართული ოცნების“ ხმები სხვა პარტიას მიაწერეს.

როგორც ოქმში წერია, პარტია „სახე+“- ს 347 ხმა აქვს მიღებული, მმართველ პარტიას კი – არცერთი.

მგალობლიშვილი თქმით, იყო მექანიკური შეცდომა, რომლის გამოსწორების შემდეგაც, მმართველი გუნდის შედეგი პროპორციულ ნაწილში გაუმჯობესდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები