იაგო ხვიჩია: ჩვენი თავი გაგვჭირვებია

“მინდა, გამარჯვებულ პარტიებს, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში მიღწეული წარმატება მივულოცო”, – ამის შესახებ “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია აცხადებს.

მისივე თქმით, „გირჩი“ მეორე ტურში სხვა ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერისკენ ვერავის მოუწოდებს.

“მინდა, გამარჯვებულ პარტიებს, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში მიღწეული წარმატება მივულოცო, ასევე, ვულოცავ ქართველ ხალხს იმას, რომ კიდევ სამი წლის განმავლობაში ამ ორი დიდებული პარტიის ურთიერთობას უკეთ შეისწავლიან და ისიამოვნებენ. ჩვენი თავი გაგვჭირვებია და არ ვართ ახლა იმ სიტუაციაში, რომ ამომრჩეველს მოვუწოდოთ, ვინმეს ხმა მისცეს, ან – არა. ეს ორი პარტია ერთიან თამაშს თამაშობს და რომელს მისცემთ ხმას, ამას დიდი მნიშვნელობა არ გააჩნია. ამ არჩევნებზე არ არსებობს არჩევანი, არსებობს ერთი დიდი თამაში მიშა-ბიძინასი, რომლის ფინალურ ეპიზოდებს ვხედავდით. „ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა ქართველ ხალხს მიხეილ სააკაშვილი ჩამოუყვანეს, თვალწინ აუფრიალეს და ასეთ პირობებში ჩავატარეთ არჩევნები“, – განაცხადა ხვიჩიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები