გერმანიის პიანისტთა საერთაშორისო ფესტივალზე გიორგი გიგაშვილმა და სანდრო ნებიერიძემ გაიმარჯვეს

გერმანიის პიანისტთა საერთაშორისო ფესტივალზე ქართველმა პიანისტებმა – გიორგი გიგაშვილმა და სანდრო ნებიერიძემ გაიმარჯვეს. ამის შესახებ ფეისბუქგვერდი „კონცეპტArt“ წერს.
„გილოცავთ! საქართველოს კიდევ ერთი დიდი წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე!
გერმანიის პიანისტთა საერთაშორისო ფესტივალზე “Kissinger Sommer” ორმა ქართველმა – გიორგი გიგაშვილმა და სანდრო ნებიერიძემ გაიმარჯვეს! გიორგიმ პირველი პრემია და მაყურებლის პრიზი დაიმსახურა, სანდრო კი მეორე პრემიის მფლობელი გახდა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები