რუსული მედია ციხეში სააკაშვილის პირობებზე წერს – “ბატონო პრეზიდენტო”-თი მიმართავენ”

“საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს რუსთავის ციხეში “ბატონო პრეზიდენტო”-თი მიმართავენ”, – ამის შესახებ “კომსომოლსკაია პრავდა” ციხეში წყაროზე დაყრდნობით წერს.

პოლიტიკოსი ევროპული სტანდარტების შესაბამის სამარტოო საკანში იმყოფება, სადაც 24-საათიანი ვიდეოთვალთვალი მიმდინარეობს. სააკაშვილს ტელევიზორი და საპირფარეშოც აქვს.

მის საკანთან მუდმივად ორი ბადრაგი მორიგეობს, აქვს სამჯერადი კვება, თუმცა, შიმშლობა გამოაცხადა. ამის გამო, მასთან სამ საათში ერთხელ ექიმი მიდის და წნევას უზომავს.

გამოცემის წყაროს ინფორმაციით, სააკაშვილს კარგად ექცევიან, ციხის თანამშრომლები მას “ბატონო პრეზიდენტო”-თი მიმართვენ, რადგან 90% მისი თაყვანისმცემელია.

როგორც გამოცემასთან ერთ-ერთ თანამშრომელი ამბობს, ” მისი მმართველობის დროს კარგად ვცხოვრობდით და ეს გვახსოვს”.

კითხვაზე, რით განსხვავდება ამჟამინდელი ციხე “მიშასდროინდელი” ციხისგან, წყარო ამბობს, რომ “ცა და დედამიწა. სააკაშვილი თავისი დროის ციხეში სამ დღესაც ვერ გაჩერდებოდა. მას გაუმართლა, რომ დრო შეცვლილია, თორემ უკვე მოყოლილი ექნებოდა, ვისი ჯაშუშია! ვიდეოკამერის წინ ბრალს აღიარებდა. მაშინ მშვიდად ისხდნენ, ჩუმად”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები