„მწვანე ბარათის“ პრემიერა თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში

8 ოქტომბერს, 20:00 საათზე, თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში პრემიერაა. ნინო სადღობელაშვილის „მწვანე ბარათი” რეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ დადგა.
როგორც „კვირას“ თეატრიდან აცნობეს, „მწვანე ბარათი“ მ.თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრისა და საქართველოს კულტურის სამინისტროს ერთობლივი მასშტაბური პროექტია.
თემატიკის და სათქმელის აქტუალობიდან გამომდინარე, ის ერთგვარი სოციალური აქციაცაა, რომელიც ქართულ დიასპორას ეძღვნება.
სპექტაკლი ქართველ ემიგრანტთა ცხოვრებას აღწერს, კონკრეტული დიასპორის – აშშ–ში მცხოვრები ქართველების თავგადასავალის ფონზე. პიესა აგებულია რეალური, დოკუმენტური ფაქტების მიხედვით, რომლებიც ემიგრანტთა რთული ყოფის, თვითგადარჩენისთვის ბრძოლის, მონატრების და ადამიანური სისუსტეების სევდიან და მხიარულ ამბებს გვიყვებიან.
სპექტაკლში გამოყენებულია ქართული ფოლკლორისა და კულტურის მარგალიტები – ეროვნული ცეკვა და სიმღერა, რაც კიდევ უფრო შთამბეჭდავს და დაუვიწყარს ხდის მთელ სანახაობას.
მხატვარი – თეო კუხიანიძე; კოსტიუმების მხატვარი – დათუნა სულიკაშვილი;  ქორეოგრაფი – ვეკა პირმისაშვილი, მურო გაგოშიძე; ტექნიკური რეჟისორი – სოფო ორჯონიკიძე; იდეის ავტორი და პროდიუსერი – ბუკა კარტოზია.
მონაწილეობენ: გია აბესალაშვილი, ეკატერინე ანდრონიკაშვილი, მზია არაბული, ირინა გიუნაშვილი, ვანო თარხნიშვილი, გუგა კახიანი/ბექა ჯუმუტია, ნინელი ჭანკვეტაძე;
ჯგუფი The Quintessence: ნათია სვანაძე, ნათია ოქრუაშვილი, თათია ოქრუაშვილი, საბა ჩაჩანიძე, გიორგი თორაძე, ლაშა მურვანიძე, ლუკა თოფურია

სპექტაკლის ხანგრძლივობა: 85 წუთი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები