სამტრედიაში დავით ბახტაძემ გამარჯვება დიდი უპირატესობით პირველივე ტურში მოიპოვა

54-ე სამტრედიის საარჩევნო ოლქში “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველომ” დამაჯერებლად გაიმარჯვა.

ცესკო-ს მონაცემებით, მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა, დავით ბახტაძემ ხმათა 60.29 % აიღო, პარტია “ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო”-მ 52.24 %.

“ყველა სიტყვა უფერულია იმ მადლიერების გამოსახატად, რასაც თქვენ წინაშე ვგრძნობ ძვირფასო სამტრედიელებო. 2 ოქტომბრის არჩევნებმა კიდევ ერთხელ დამანახა სამტრედიელების გონიერება, ერთგულება და გვერდით დგომა. ეს მაკისრებს კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას ბოლომდე დავიხარჯო . მადლობა, რომ ჩვენს გუნდს კიდევ ერთხელ ანდეთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ქალაქის მომავალი. ერთად ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ!”, – განაცხადა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები