ეკა ხერხეულიძე: მიხეილ სააკაშვილი აღფრთოვანებული დარჩა შედეგებით – ფიქრობს, რომ ამ დიდი გამარჯვების შუა გზაში დატოვება არაფრით შეიძლება
“სრულიად აღფრთოვანებული დარჩა იმ შედეგებით, რაც ვუთხარი. განსაკუთრებით თბილისის მონაცემი იყო მისთვის შთამბეჭდავი. ესმის, რა ბრძოლა გაიარა ქართველმა ხალხმა”,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ეკა ხერხეულიძემ ჟურნალისტებს რუსთავის ციხესთან განუცხადა, სადაც ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.
მისივე თქმით, სააკაშვილმა არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით განაცხადა, რომ გამარჯვების ხელიდან გაშვება დაუშვებელია.
“სრულიად აღფრთოვანებული დარჩა იმ შედეგებით, რაც ვუთხარი. განსაკუთრებით თბილისის მონაცემი იყო მისთვის შთამბეჭდავი. ესმის, რა ბრძოლა გაიარა ქართველმა ხალხმა, რა წნეხის ქვეშ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო და არაჩვეულებრივად იცის გაყალბების, შანტაჟისა და მოსყიდვის ფონზე, როგორი მისაღწევია ასეთი შედეგის გაფორმება. თორემ, იცის, რომ გაცილებით დიდი და მაღალი პროცენტია მთლიანად ოპოზიციის მაჩვენებელი. მე მას ვკითხე, რამდენად სწორად მიაჩნია მეორე ტურში მონაწილეობის მიღება და ვკითხე არამხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი ინტერესი დამეკმაყოფილებინა, იმიტომ რომ არსებობს ეს კითხვები – როდესაც ის საპატიმროშია, როგორ წარმოუდგენიათ მის მხარდამჭერებს მეორე ტურში მონაწილეობა. ცალსახად თქვა, რომ გამარჯვების ხელიდან გაგდება არის გაუმართლებელი, ქართველმა ხალხმა ბოლომდე უნდა იბრძოლოს და განსაკუთრებული სიმტკიცე, ძალისხმევა სთხოვა ნიკა მელიას, იმისთვის, რომ მან ეს თავისი მონაპოვარი ბოლო გამარჯვებამდე მიიყვანოს”, – განაცხადა ხერხეულიძემ.
,