შალვა პაპუაშვილი: არჩევნების მეორე ტური დემოკრატიის ნაწილია
“ჩვენს ოპონენტებს უნდოდათ რეფერენდუმი „ქართული ოცნების” წინააღმდეგ და მათ მიიღეს რეფერენდუმი საკუთარი თავის წინააღმდეგ”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება” მეორე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვებს.
„მეორე ტური დემოკრატიის ნაწილია, მათ შორის. შეგახსენებთ, საპარლამენტო არჩევნების დროს ჩვენ გვქონდა 17 მეორე ტური, 2016 წელს 50 მეორე ტური, ასე რომ აქ გასაკვირი არაფერია, მთავარი არის ვინ იგებს არჩევნებს, ის, ვის რა შედეგი აქვს. პირველ ტურში ჩვენ შედეგი ვაჩვენეთ, გავიმეორეთ საპარლამენტო არჩევნების შედეგი და გარწმუნებთ, მეორე ტურში დამაჯერებლად გავიმარჯვებთ”, – განაცხადა პაპუაშვილმა.