ქართული ანიმაციური ნამუშევარი „მიტოვებული სოფელი” კანადაში საუკეთესო დიზაინისთვის დაჯილდოვდა
ქართული ანიმაციური ნამუშევარი „მიტოვებული სოფელი” კანადაში, ოტავას ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე დაჯილდოვდა .
ფილმს გადაეცა ჯილდო საუკეთესო დიზაინისთვის. ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
რეჟისორი: მარიამ კაპანაძე; პროდიუსერი: მარიამ კანდელაკი; მხატვარი: ირაკლი ტოკლიკიშვილი.