დავით ქართველიშვილი: გახარიას ღალატის ფაქტორის გარეშე – ამ სურათზე “მეორე ტურს” ხედავთ?

 

“ამ სურათიდან მშვენივრად ჩანს, რას ნიშნავს ღალატი. ჩანს – რა ერთადერთი მიზნით შეიქმნა ეს მოღალატეობრივი პარტია და რა მიზნით დაუპირისპირდა თბილისში კალაძეს – გახარია”, – ასე ეხმაურება ექსპერტი დავით ქართველიშვილი არჩევნების შედეგებს.

მისი განცხადებით, რომ არა გახარიას ღალატი, თბილისში მეორე ტურის საფრთხე არ ექნებოდა კახი კალაძეს. ,,აქამდე, ადამიანური ღალატის განსახიერების ყველაზე ცნობილი ფერწერული ნაწარმოები – კარავაჯოს “იუდას ამბორი” მეგონა. თუმცა, ახლაც ამ აზრზე ვარ, უბრალოდ ამ უკვდავ ნაწარმოებს, ერთი “მოკვდავიც” დაემატა – ამ სურათიდან მშვენივრად ჩანს, რას ნიშნავს ღალატი. ჩანს – რა ერთადერთი მიზნით შეიქმნა ეს მოღალატეობრივი პარტია და რა მიზნით დაუპირისპირდა თბილისში კალაძეს – გახარია. მოიმარაგეთ კალკულატორები. გახარიას ღალატის ფაქტორის გარეშე – ამ სურათზე “მეორე ტურს” ხედავთ?’’ – წერს facebook – ზე დავით ქართველიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები