“ჩემი შვილი „უბნის მაყურებლად” და „ქუჩის ავტორიტეტად” გამოაცხადეს” – მერაბ მამულაშვილი
“ფეისბუქმომხმარებელი”, მერაბ მამულაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. როგორც ის წერს, ერთერთ არხზე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, ძმაკაცებთან ერთად მისული მისი შვილი “უბნის მაყურებელია”.
“ტყუილსაც საზღვარი უნდა ჰქონდეს, მაგრამ ის, რაც ახლა ვნახე, არაფერში ჯდება – დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩემი ბიჭი აჩვენეს ერთ-ერთ არხზე.
გადავრთე და რას ვხედავ – თურმე, ჩემი შვილი „უბნის მაყურებლად” და „ქუჩის ავტორიტეტად” გამოაცხადეს, რომელიც საარჩევნო უბანს თავისნაირ „მაყურებლებთან” ერთად აკონტროლებდა – თანაც, განსაკუთრებული აგრესიულობით?!
რა უბნის „მაყურებელი”, რა „ოცნების” აქტივისტი, ან სად იყო აგრესია?! ლონდონიდან ბომბეიმდე გვირაბიც რომ გაიყვანა, ეს რატომ დაგავიწყდათ?! ბავშვი სიცილით მოკვდა. ძმაკაცებთან ერთად იყო არჩევნებზე.
თქვენ ხომ არ გაჟრიალებთ, საიდან იგონებთ ასეთ ტყუილებს?! ვაი, თქვენს პატრონს.
P.S. ისე, ეს ჩემი „მაყურებელი” სწავლობს, ფუტსალს თამაშობს და ახლა მუშაობას იწყებს და თუ დამატებით ამასაც ახერხებს, ვუნდერკინდი მყოლია”, – წერს მერაბ მამულაშვილი.