ნათია იოსელიანი: არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 815 776-მა ამომრჩეველმა
“არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 815 776-მა ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 51.92%-ია”, – ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განცხადა.
იოსელიანის თქმით, კენჭისყრამ, ძირითადად, მშვიდ გარემოში ჩაიარა.
“კენჭისყრის პროცედურასთან დაკავშირებით, საოლქო საარჩევნო კომისიებში შევიდა 366 საჩივარი. მათი უმრავლესობა პროცედურულ ხასიათს შეეხება და მოთხოვნილია კომისიის წევრების დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება.
საარჩევნო ადმინისტრაციისთვის სწორედ ახლა იწყება საპასუხისმგებლო, ხმის დათვლის ეტაპი. მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, ისინი გასკანერდება და უმოკლედ ვადაში მიეწოდევა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
ჩვენ მიღებისთანავე, ეტაპობრივად, ავტვირთავთ მონაცემებს”, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.