ხმაური ზუგდიდში – მე-19 საარჩევნო უბანთან ანა წითლიძეს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

ზუგდიდში, მე-19 უბანთან ხმაური იყო. ერთმანეთს “ოცნებისა” და “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ შტაბის ხელმძღვანელმა, ანა წითლიძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტებს ჰქონდა ადგილი და ამ მიზნით მმართველი პარტიის წარმომადგენლები აღნიშნულ უბანთან ამომრჩეველთა სიებით იყვნენ წარმოდგენილი. მის ასეთ განცხადებას ადგილზე დაპირისპირება მოჰყვა.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები და მომხდარზე ანა წითლიძის გამოკითხვა მიმდინარეობს.

“ქართული ოცნების” წარმომადგენელი წითლიძის ბრალდებებს უარყოფს.

„რა აქვს დასაცავი ანა წითლიძეს?! რისგან უნდა დაიცვას ანა წითლიძე პატრულმა?! ეს ყველაფერი უსაფუძვლოა.

მანქანიდან გავიგონე ქალის ხმა, წივილ-კივილი. მომაშორეთ ეს ქალიო. მივვარდი მანქანასთან. ვნახე, რომ ვიღაც უცნობი ქალი იჯდა წინ. ვკითხე, ვინ იყო, რატომ უძვრები მანქანაში-მეთქი. ჟურნალისტი ვარო. მერე ვინ მოგცა უფლება, შიგნით რომ ზიხარ-მეთქი. მოიმიზეზა, რომ ცუდად გახდა და მანქანაში ამიტომ ჩაჯდა. ვუთხარი, რომ დაესვენა საკუთარ მანქანაში, საკუთარ ოჯახში.

მოვარდა აქ და მშიერი ძაღლივით რაღაცას ეძებდა. ეს იყო მხოლოდ“, – განაცხადა კონფლიქტის მონაწილემ.

მისი თქმით, მან წითლიძეს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები