თორნიკე რიჟვაძე: არჩევანი გავაკეთე ჩვენი ქვეყნის სტაბილური და მშვიდი განვითარებისთვის, რომელსაც უზრუნველყოფს პარტია „ქართული ოცნება“

თორნიკე რიჟვაძემ თვითმმართველობის არჩევნებზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.

როგორც აჭარის მთავრობის მეთაურმა მედიასთან კომენტირებისას განაცხადა, მან არჩევანი ქვეყნის სტაბილურობასა და მშვიდ განვითარებაზე გააკეთა.

„მე არჩევანი გავაკეთე ჩვენი ქვეყნის სტაბილური და მშვიდი განვითარებისთვის, რომელსაც უზრუნველყოფს პარტია „ქართული ოცნება“ და ასევე არჩევანი გავაკეთე ბათუმის მომავალი ძალიან ღირსეული მერის, ბატონი არჩილ ჩიქოვანის სასარგებლოდ. დარწმუნებული ვარ, არჩევნები ჩაივლის მშვიდ, სტაბილურ და დემოკრატიულ გარემოში და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ უზრუნველყოფთ, რომ როგორც დღეს, ასევე მომავალში, ამ ქვეყანაში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა“, – განაცხადა რიჟვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები