სამეგრელოში “ნაცმოძრაობის” კოორდინატორი “ქართული ოცნების” კოორდინატორს დაუპირისპირდა (ვიდეო)

„ნაციონალური მოძრაობა“ ძალადობის მეთოდებით მოწინააღმდეგეების დაშინებას განაგრძობს.

როგორც გამოცემა stv.ge წერს, ირაკლი თოდუა, რომელიც ყოფილი ძალოვანი და ამჟამად “ნაციონალური მოძრაობის” კოორდინატორია სამეგრელოში, ნარაზენში, ფიზიკურად დაუპირისპირდა “ქართული ოცნების” კოორდინატორს, ზაალ ზარანდიას.

მიზეზი მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი განცხადებაა, ირაკლი თორდიამ “ქართული ოცნების” კოორდინატორს განუცხადა, რომ ახლა მისი დრო დაბრუნდა და ყველას გაუსწორდება, რის შემდეგაც მასზე იძალადა.

ზაალ ზარანდია ამ წუთებში ზუგდიდის საავადმყოფოშია გადაყვანილი. თორდიასთან ერთად, რუხში აქტიურობს ზუგდიდის ციხის ყოფილი უფროსი – ამირან ჯანაშია, ის “ქართული ოცნების” რამდენიმე აგიტატორს დღეს მიუვარდა და მათზე ზიტყვიერი მუქარა განახორციელა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

წყარო :STV.GE

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები