კორონავირუსის ახალი ვარიანტი – R1, რომელიც, მეცნიერების მტკიცებით, გაცილებით ინფექციურია, უკვე 35 ქვეყანაშია დაფიქსირებული.
ისრაელის გამოცემა წერს, რომ კოვიდ19-ის ეს შტამი პირველად აშშ-ის კენტუკის შტატში, მოხუცთა თავშესაფარში მარტში დაფიქსირდა და ამ ხნიდან ქვეყნის უკვე 47 შტატში ფიქსირდება.
ვირუსის ახალი მუტაცია ასევე იაპონიაშია გამოვლენილი და აღინიშნება, რომ მას აქვს უნარი, გვერდი აუაროს ანტისხეულებს.
22 სექტემბრის მდგომარეობით, ამ შტამის 21 ათასზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი.
ამ მხრივ, ლიდერობენ აშშ და იაპონია.