ვიოლა ფონ კრამონი: უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი ევროპარლამენტში საერთოდ არ განიხილება – საქართველოს, უკრაინის ან მოლდოვას მოსახლეობა არ უნდა დაისაჯოს ცუდი მმართველობის გამო

უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი ევროპარლამენტში საერთოდ არ განიხილება – საქართველოს, უკრაინის ან მოლდოვას მოსახლეობა არ უნდა დაისაჯოს ცუდი მმართველობის გამო, – ამის შესახებ  ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა.

„ეს საკითხი ევროპარლამენტში საერთოდ არ განიხილება და ვფიქრობ, ეს დებატები საერთოდ არ უნდა დაწყებულიყო, რადგან საქართველოს, უკრაინის ან მოლდოვას მოსახლეობა არ უნდა დაისაჯოს ცუდი მმართველობის ან პოლიტიკური ელიტის ცუდი ქცევის გამო. ამასთანავე, რამდენადაც მე ვიცი, ეს არ არის გერმანიის იდეა, მე ვიცი, რომ საფრანგეთის წარმომადგენლებს აწუხებთ თავისუფალ სავიზო რეჟიმი, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს იყო გერმანიის კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით“,- განაცხადა ვიოლა ვონ კრამონმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

ცნობისთვის, „ევროობზერვერის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციით, არალეგალური ბინადრობა და თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნები დასავლეთ ბალკანეთის ზოგიერთი სახელმწიფოდან, ასევე მოლდოვადან, საქართველოდან და უკრაინიდან, ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ დისკუსიებს იწვევს.

გუშინვე აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა და EUobserver-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას „ფეიკ ნიუსი“ უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები