საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ნატურალური სასმელების საწარმო გაიხსნა

„საპატრნიორო ფონდის“ „სტარტაპ საქართველოს“ და USAID „ზრდა საქართველოში“ მხარდაჭერით, ადმინისტრაციული, გამყოფი ხაზის მიმდებარედ, სოფელ ყარაფილაში, ფუნქციონირებას იწყებს ნატურალური სასმელების საწარმო – „კომბუჩა“, რომელიც ქვეყანაში სრულიად ახალი, ფერმენტირებული ჩაისგან მიღებული, ბუნებრივად გაზიანი, ჯანსაღი სასმელის წარმოებას გულისხმობს. ინფორმაციას საპარტნიორო ფონდი ავრცელებს.

„კომბუჩას“ საწარმოს მშენებლობას საფუძველი 2020 წლის ზაფხულში ჩაეყარა და ის „სტარტაპ-საქართველოსა“ და USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“ თანადაფინანსებით შეიქმნა. საწარმო ოფიციალურად გახსნეს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა – დავით საგანელიძემ, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში – კელი დეგნანმა, სტარტაპ-საქართველოს დირექტორმა – გიორგი ლომიძემ და USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“ ხელმძღვანელმა – ქეთევან ჭუმბურიძემ.
„ ჩვენ ახლა ვიმყოფებით საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვან ადგილას, ოკუპირებულ ტერიტორიებთან ახლოს, სოფელ ყარაფილაში, ამ ახალგაზრდების დაწყებული საქმე კი ორმაგად ღირებული და სასიხარულოა ჩვენთვის. ეს არის საუკეთესო მაგალითი წარმატებისა და მონდომების, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ჩვენი რესურსები და შესაძლებლობები ადგილობრივი ბიზნესის და ეკონომიკის განვითარებისთვის. ამ ახალგაზრდებმა ცოდნა და განათლება ევროპისა და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში მიიღეს და დღეს უკვე საკუთარი ქვეყნის განვითარებისთვის იყენებენ”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები