პედიატრი: ბავშვები არ არიან რისკჯგუფის წარმომადგენლები, თუმცა, მშობლებს შეიძლება, მიუტანონ ინფექცია, თვითონ ასიმპტომურად გადაიტანონ

“ბავშვები არ არიან რისკჯგუფის წარმომადგენლები, თუმცა, მშობლებს შეიძლება, მიუტანონ ინფექცია, თვითონ ასიმპტომურად გადაიტანონ”, – ამის შესახებ პედიატრი, კონსტანტინე ჩახუნაშვილი აცხადებს.

მისივე თქმით, მშობლების ვაქცინაცია მნიშვნელოვანია.

“ბავშვები არ არიან რისკჯგუფის წარმომადგენლები, თუმცა, მშობლებს შეიძლება, მიუტანონ ინფექცია, თვითონ ასიმპტომურად გადაიტანონ.

გავრცელების რისკი სკოლაში, რა თქმა უნდა, დიდია იქედან გამომდინარე, რომ გარკვეული ასაკის ბავშვებს შეიძლება, ვერ ავუხსნათ კარგად და არც შეასრულონ ის რეგულაციები, რაც საჭიროა, როგორიც არის პირბადის ტარება, დისტანციისა და პირადი ჰიგიენის დაცვა. შესაბამისად, ეს პრობლემები ექნებათ მშობლებს და ბებია-ბაბუებს, თუ არ აიცრებიან და უფრო დიდი რისკის ქვეშ იქნებიან”, – აცხადებს პედიატრი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები