29 სექტემბერი გულის მსოფლიო დღეა
გულის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 29 სექტემბერს აღინიშნება. მისი მიზანია მოსახლეობის ცნობიერების გაზრდა გულ -სისხლძარღვთა დაავადებების რისკების შესახებ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საერთაშორისო დღე დაარსდა გულის მსოფლიო ფედერაციის მიერ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით.
გულის მსოფლიო ფედერაციის მიერ გამოქვეყნდა დოკუმენტი: ,,სუფთა ჰაერი, ჭკვიანი ქალაქები, ჯანსაღი გულები: მოქმედება ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ კარდიოვასკულური ჯანმრთელობისთვის ”
კარდიოვასკულური სიკვდილიანობის ზოგად სტრუქტურაში 20% მოდის ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებით გამოწვეულ მიზეზებზე, რაც 3 მილიონზე მეტ სიკვდილის შემთხვევას შეადგენს ყოველწლიურად. 10-დან 9 ადამიანი მსოფლიოში სუნთქავს დაბინძურებული ჰაერით, რაც განსაკუთრებულად ზემოქმედებს დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნების მოსახლეობაზე.