“ევრონიუსის” მილიონობით მაყურებელი საქართველოს ეკოტურისტულ შესაძლებლობებს ეცნობა
ეკოტურიზმი საქარველოსთვის განვითარების ახალი შესაძლებლობებია, “ევრონიუსის” მილიონობით მაყურებელი საქართველოს ეკოტურისტულ შესაძლებლობებს ეცნობა, – ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.
სიუჟეტში, რომელიც ჟურნალისტმა აჭარაში მოგზაურობისას მოამზადა, იუნესკო-ს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ეროვნული პარკებია წარმოჩენილი.
“საქართველოში ეკოტურიზმი ეკონომიკისა და გარემოს მდგრად განვითარებას უწყობს ხელს” – ამბობს ჟურნალისტი, რომელიც მაყურებელს კინტრიშის, კოლხეთის ეროვნულ პარკებსა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე მოგზაურობის შთაბეჭდილებებს უზიარებს. სიუჟეტში ბათუმის და, ზოგადად, აჭარის, როგორც ოთხივე სეზონზე ტურისტულად მიმზიდველ ადგილზე საუბრობენ. სიუჟეტი “ევრონიუსის” ეთერში 9 ენაზე, მსოფლიოს 160 ქვეყანაში ერთი კვირის განმავლობაში იტრიალებს. პარალელურად, “ევრონიუსზე” აჭარის საიმიჯო რგოლები და ეროვნული პარკების ამსახველი ფოტო სლაიდშოუ გადაიცემა.
რეგიონის სარეკლამო კამპანია “ევრონიუსზე” აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის დაკვეთით ხორციელდება.