მსოფლიო სატელევიზიო პრემიერა – ბალეტი-ხილვა „ბეატრიჩე“

30 სექტემბერს, 23:30 საათზე, საქართველოს პირველი არხი, გიორგი ალექსიძის ფონდი და გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ წარმოადგენს მსოფლიო სატელევიზიო პრემიერას – მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტ-ხილვას – „ბეატრიჩეს“, დანტე ალიგიერის „ღვთაებრივი კომედიის“ მიხედვით.
ორგანიზატორების ინფორმაციით, იდეის, კონცეფციის ავტორი და პროექტის ხელმძღვანელია დავით მაზიაშვილი.
წარმოდგენაში ჟღერს „ოსკარისა“ და „ოქროს გლობუსის“ მფლობელი კომპოზიტორის, დარიო მარიანელის ორიგინალური მუსიკა;
კოსტიუმები – თამუნა ინგოროყვა.
ვიზუალური ინსტალაცია – კონსტანტინე მინდაძე და ირაკლი ღარიბაშვილი.
მონაწილეობენ: ბეატრიჩე – მარიამ დარჩია;  გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასი; თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“ (სამხატვრო ხელმძღვანელი – გიორგი ქერელაშვილი); სატელევიზიო რეჟისორი და მონტაჟის რეჟისორი – ნესტან სინჯიკაშვილი;  ხმის რეჟისორი – პაატა გოძიაშვილი; პროდიუსერები – ელისო შენგელია, ნათია უზნაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები