ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობის დასაწყებად მემორანდუმი გაფორმდა

ბათუმში უმსხვილესი საინვესტიციო პროექტის განხორციელება იწყება, რომელიც ულტრათანამედროვე გასართობ-გამაჯანსაღებელი ტიპის ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი კუნძულის შექმნასა და მათზე ინფრასტრუქტურის მოწყობას მოიცავს. პროექტის პირველი ფაზის განსახორციელებლად 100 მილიონი დოლარის ინვესტიციას კომპანია „ამბასადორი“ განახორციელებს. სამუშაოებზე 2 000 ადამიანი დასაქმდება.

საინვესტიციო პროექტის პრეზენტაცია დღეს გაიმართა. პარალელურად, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, აჭარის მთავრობასა და კომპანია „ამბასადორს“ შორის, რომელიც მხარეების მიერ საინვესტიციო პროექტის განხორციელების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

ბათუმში, “ამბასადორ აილენდის“ პროექტის განხორციელებაზე საქართველოს მთავრობამ გადაწყვეტილება უკვე მიიღო. მთავრობის გადაწყვეტილებითა და შესაბამისი განკარგულებით, კომპანიას აღნაგობის უფლებით გადაეცემა 90 ჰა ტერიტორია “ბარცხანასა” და „თამარის“ დასახლებაში. პროექტის მიხედვით, ასევე განხორციელდება დეტალური ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, რომელშიც ჩაერთვებიან საერთაშორისო ექსპერტები და შესაბამისი კვალიფიკაციის ინსტიტუციები.

პროექტი მთლიანად კერძო ინვესტიციით განხორციელდება, რომლის ფარგლებშიც აშენდება ახალი, თანამედროვე სტანდარტების, კომერციული, გასართობი, სპორტული, საგანმანათლებლო, გამაჯანსაღებელ-სამკურნალო, საცხოვრებელი და ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები