მაია ზალდასტანიშვილი: წინ გვიდევს კორონავირუსის მეოთხე, მეხუთე ტალღა და მოსალოდნელია, რომ ინფიცირებულთა რაოდენობამ მოიმატოს
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს მიმღები განყოფილების უფროსის, მაია ზალდასტანიშვილის თქმით, ქვეყანაში შესაძლოა, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ კვლავ მოიმატოს.
მისივე თქმით, მსოფლიო გამოცდილება აჩვენებს, რომ ვაქცინაცია აუცილებელია.
“დაატყდა მესამე ტალღა, უმძიმესი თავისი მონაცემებით ქვეყანას თავს. რა შეიძლება, მოხდეს და იგივე შეიძლება, განმეორდეს. წინ გვიდევს მეოთხე, მეხუთე ტალღა და ეს ყველაფერი მოსალოდნელია, რომ წამოვიდეს ისევ აგრესიული ფორმები, მოიმატოს ინფიცირებულთა რაოდენობამ და ა.შ. პირველ ყოვლისა, ვაქცინაცია და ვაქცინაცია, მსოფლიო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ვაქცინაცია აუცილებელია”, – განაცხადა მაია ზალდასტანიშვილმა.