საქართველოში კორონავირუსით კიდევ 27 ადამიანი გარდაიცვალა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 844 პირი ემსხვერპლა.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 663 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 607 155-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 26 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.99%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.48% ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.01%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 383 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 578 881.