გამომშვიდობება „რკინის ფრაუსთან“ – ვინ იყო ანგელა მერკელი გერმანიისა და ევროპისთვის

ანგელა მერკელი თანამდებობას ტოვებს. ფორმალურად ის კიდევ დარჩება კანცლერად ახალი მთავრობის ფორმირებამდე 26 სექტემბრის არჩევნების შემდეგ, მაგრამ მისი გადაწყვეტილება – საბოლოოა. ვინ და როგორ მოახერხებს მის ჩანაცვლებას ჯერჯერობით გაუგებარია.

მერკელი თითქმის 16 წელია რაც გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელია და ის ევროკავშირამდე მიიყვანა ლისაბონის შეთანხმების მიღების, ევროკავშირის კონსტიტუციის, ბერძნული კრიზისის, საემიგრაციო კრიზისის, ბრექსიტის, ტრამპის პრეზიდენტობის და ბოლოს პანდემიის გავლით.

ის ეგრევე არ წავა: ახალი მთავრობის ფორმირებას თვეები დასჭირდება. მაგრამ მერკელის მინისტრთა კაბინეტი არცერთ სტრატეგიულ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, რათა არ დაუტოვოს არასასურველი მემკვიდრეობა მომავალ მინისტრთა კაბინეტს.

მერკელი პირველი ქალი მმართველი იყო გერმანიის ისტორიაში. კანცლერად მოღვაწეობის ხანგრძლივობით მან დიდი ხანია გაუსწრო კონრად ადენაუერს და ცოტა არ ეყო ჰელმუტ კოლიამდე. ამ სახელებთან ასოცირდება გერმანიის ომის შემდგომი ისტორია. მათზე დიდხანს კანცლერად მხოლოდ ოტო ფონ ბისმარკი შეიძლება მოვიხსენიოთ. ამასთან ერთად მერკელი მათგან განსხვავებით საკუთარი ნებით მიდის ამ პოსტიდან.

მიუხედავად იმისა, რომ მერკელმა წასვლის შესახებ ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა ის სულაც არ არის „კოჭლი იხვი“. „მუტტი“ -“დედა, დედიკო“ – როგორც მას გერმანული პრესა უწოდებს, ქვეყნის ყველაზე პოპულარულ პოლიტიკოსად რჩება.

ბევრ გერმანელს ვერც წარმოუდგენია, როგორი იქნება გერმანია მერკელის გარეშე, ხოლო კანცლერობის კანდიდატები საარჩევნო კამპანიაში საკუთარ თავს ასე თუ ისე, წარმოაჩენენ როგორც ანგელა მერკელის გაგრძელებას. გამოკითხვების თანახმად ყველაზე კარგად ეს ვიცე-კანცლერს ოლაფ შოლცს გამოსდის.

მერკელი არასდროს ცდილობდა მოქალაქეების მოზიდვას ლამაზი ფრაზებით, არ იყენებდა მასების იმწუთიერ განწყობას და არ იყენებდა რადიკალურ, მამაც რეფორმებს. ის თითქმის ყოველთვის ეძებდა კომპრომისს, არწმუნებდა, განახორციელებდა ზეწოლას, მაგრამ უკანაც იხევდა. რითაც ძალიან აღიზიანებდა მკვეთრი ნაბიჯების მოყვარულებს, მაგრამ საკუთარი თავის მიმართ დადებითად განაწყობდა წამყვან პოლიტიკოსებს და გერმანიის ამომრჩეველთა დიდ ნაწილს.

მერკელმა მხოლოდ ორჯერ მოახდინა საკუთარი კონკრეტული გადაწყვეტილების ძალით განხორციელება, რომელთაც თავიდან უმრავლესობა მხარს არ უჭერდა. ეს საბერძნეთის ეკონომიკის დაცემის, ევროზონის კრიზისის და თითქმის საემიგრაციო კრიზისის დროს მოხდა.

ამ ორი კრიზისისგან ისტორიას ორი ფრაზა დარჩა – მერკელის ორი აფორიზმი.

Wo ein Wille ist, da ist auch ein Weg

„სადაც არის სურვილი იქ გამოსავლის პოვნაც შეიძლება“,- ეს ფრაზა მერკელმა რამდენიმეჯერ გაიმეორა საბერძნეთის კრიზისის დროს, რომელიც მთელ ევროპულ ზონას ემუქრებოდა და რომლის აღმოფხვრისთვის ის ევროკავშირთან, მსოფლიო ბანკთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ერთად – რამდენიმე წელი იბრძოდა.

ბევრ გერმანელ ფინანსისტსა და ბიზნესმენს საბერძნეთის ევროზონიდან განდევნა სურდა, მათ ესმოდათ, რომ ფულის ჩადებით ისინი ევროს გადაარჩენდნენ, მაგრამ ჩადებულ თანხებს ვეღარასდროს ნახავენ.

მერკელი რომელიც თვლიდა, რომ ევროპული ვალუტის გადარჩენა უპირველესი იყო მათ საწინააღმდეგოში არწმუნებდა.

„თუკი გერმანიაში უფრო სუსტი ლიდერი იქნებოდა, ის ალბათ ყურადღებას არ მიაქცევდა გეოპოლიტიკურ შედეგებს და საბერძნეთის ევროზონიდან გადევნებას დანებდებოდა“,- თვლის ალექსის პაპაჩელასი, ბერძნული გამოცემა „ეკატიმერინი“-ის რედაქტორი.

„კანცლერი ერთადერთია ბოლო წლების განმავლობაში, ვინც მტკიცედ უდგებოდა ევროკავშირისა და გერმანიის მართვას, დიდი დრო იქნება საჭირო, რომ მისი შემცვლელი მოიძებნოს. შესაძლოა ის არაქარიზმატული მმართველის მაგალითია, მაგრამ ყველა ვინც მასთან მოლაპარაკების ოთახშია ნამყოფი, იცის, რომ მიუხედავად თავშეკავებისა და კომპრომისებისა, გამოსავალი მაინც მოიძებნება“,- იხსენებს პაპაჩელასი.

Wir schaffen das

„ჩვენ ამას გავაკეთებთ“, ან “ ჩვენ ამას შევძლებთ“. მერკელმა ეს ფრაზა ბარაკ ობამას დაესესხა, როდესაც ის 2015 წელს მოქალაქეებს არწმუნებდა, რომ გერმანიას შუძლია და უნდა შეიფაროს ათასობის დევნილი სირიიდან და სხვა მეზობელი ქვეყნებიდან.

ბევრი მისი თანამოქალაქე, რბილად რომ ვთქვათ, არ იყო ამაში დარწმუნებული. დევნილთა ნაკადმა ქსენოფობიური მოძრაობა Patriotische Europäer gegen die Islamisierung des Abendlandes შექმნა გამოიწვია და ევროსკეპტიკთა პარტიას “ალტერნატივა გერმანიისთვის“ ძალები შესძინა.

„თუ კი ახლა ბოდიშის მოხდა მოგვიწევს იმისთვის, რომ საგანგებო ვითარებაში სიკეთე გამოვიჩინეთ, მაშინ ეს ჩემი ქვეყანა არაა“,- პასუხობდა 2015 ყველა პრეტენზიაზე ანგელა მერკელი.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ იმ მომენტში მერკელი, ევროპული პროექტის მთავარი დამცველი, წავიდა არა მხოლოდ მისი მილიონობით თანამოქალაქის ნების საწინააღმდეგოდ, არამედ ევროკავშირის წესების საწინააღმდეგოდ, რადგან მათი აზრით, ლტოლვილებს და არალეგალურ იმიგრანტებს უნდა გაუმკლავდეს პირველი ევროკავშირის ქვეყანა, სადაც ისინი შევიდნენ.

ეპოქის შედეგები

ახლა ყველა მკითხაობს იპოვიან თუ არა გერმანიასა და ევროპაში ასეთი ლიდერის შემცვლელს, როგორიც ანგელა მერკელია. ერთის მხრივ გერმანიის ნებისმიერი ლიდერი, როგორც ყველაზე მსხვილი და ეკონომიკურად ძლიერი ქვეყნის მმართველი, რაღაც მხრივ იძულებულია მთელი ევროპის ლიდერი იყოს. მეორეს მხრივ კი ვინ შეიძლება მოახერხოს საკუთარი არაქარიზმატულობით ისარგებლოს ავტორიტეტით როგორც საკუთარ ქვეყანაში ისე ევროპასა და მსოფლიოში. ასეთი პოპულარობით და შედეგების სტაბილურობით? მერკელი მიდის – მის კვალდაკვალ მიდიან მისი ამომრჩევლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები