ზაალ ანჯაფარიძე: დასავლეთის ცალკეულ წარმომადგენელთა განცხადებები „ნაცმოძრაობას“ უქმნის ილუზიას, რომ მათ მიერ დაგეგმილ მორიგ „რევოლუციას” ამჯერად მხარს დაუჭერენ

დასავლეთის ცალკეულ წარმომადგენელთა განცხადებები „ნაცმოძრაობას“ უქმნის ილუზიას, რომ მათ მიერ დაგეგმილ მორიგ „რევოლუციას” ამჯერად მხარს დაუჭერენ, – ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე Facebook-ზე წერს.

„ბოლო დღეებში, „ნაცმოძრაობის“ მიერ ხელოვნურად გამწვავებული წინასაარჩევნო სიტუაციის ფონზე, დასავლეთის ცალკეულ წარმომადგენელთა განცხადებები და ქცევები, „ნაცმოძრაობას“ უქმნის მოლოდინებს და ილუზიას, რომ მათ მიერ დაგეგმილ მორიგ „რევოლუციას“ დასავლეთი ამჯერად მხარს დაუჭერს პრინციპით „გამარჯვებულებს არ ასამართლებენ. ამაზე მიანიშნებს თუნდაც სააკაშვილის ბოლო განცხადებები. ძალიან სარისკო თამაშს თამაშობენ და შეიძლება რეგიონში ძალიან დიდ დანაკარგებად დაუჯდეთ ეს თამაში“, – წერს ზაალ ანჯაფარიძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები